10 ახალი ავტობუსი 5-6 ოქტომბრამდე გამოვა თბილისის ქუჩებში. მათი პრეზენტაცია 30 სექტემბერს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ამასთან, ავტობუსებისათვის ცალკე სავალი ხაზი იქნება გამოყოფილი კუს ტბიდან ვაკის პარკამდე. როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, 10 ახალი ავტობუსი, რომლებიც უკვე თბილისშია, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ვაკე-ბაგებამდე იმოძრავებს და #61 ავტობუსს სრულად ჩაანაცვლებს. ავტობუსი 85 ადამიანს იტევს, აქედან 33 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსის სიგრძე 12 მეტრია. ავტობუსები ადაპტირებულია […]
↧