არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის ცნობით, ტყიბულში გაფიცულებს, პროფკავშირის, საწარმოსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, 29 თებერვალს, 24 საათზე დასრულდა. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაფიცულების წარმომადგენლებმა, რაც იმას გულისხმობს, რომ ხვალ, 1 მარტის 12 საათიდან მაღაროში მუშაობა განახლდება. გაფიცულმა რუსლან […]
↧