საქართველოს მთავარი პროკურატურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე შსს-ს მიერ არასათანადო გამოძიების შესწავლას იწყებს. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატმა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა ფაქტის შესახებ. სოციალური მომსახურების სააგენტო ადასტურებდა ძალადობის, მათ შორის, შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტის არსებობას, მაგრამ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება. […]
↧