2016 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა სახალხო დამცველის აპარატის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ილია ჭანტურაიას სარჩელი და სახალხო დამცველს მისი სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაავალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება და გათავისუფლდა დაკავებული […]
↧