“რუსთაველის გამზირზე ბევრჯერ გამივლია, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ასეთი სიამოვნება არასდროს მიმიღია,” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა რუსთაველის გამზირზე გამართული ველომსვლელობის დასრულების შემდეგ. ელჩი გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად მსვლელობას შეურთდა და აქციაზე საკუთარი ველოსიპედით მივიდა. ამ ფორმით აღინიშნა თბილისში 22 სექტემბერი, ანუ “დღე მანქანის გარეშე”. აქციას სხვადასხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია და ველომოყვარულთა კლუბები […]
↧