საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, მომდევნო წლიდან საქართველოს შრომის ინსპექტირების გაძლიერებული სისტემა ექნება, რომელიც მექანიზმს დღეისათვის არარსებული ბერკეტებით აღჭურავს. დღეისათვის შრომის ინსპექციას საწარმოში შესვლა და იქ არსებული ვითარების შესწავლა მხოლოდ საწარმოს ნებართვის შემთხვევაში (თუ საქმე ტრეფიკინგს არ ეხება) შეუძლია. ამასთან, საწარმო ვალდებული არ არის, […]
↧