დღეს, 21 სექტემბერს, თბილისში, ვატიკანის საელჩოს წინ მორწმუნეთა ჯგუფმა რომის პაპის საქართველოში სტუმრობის წინააღმდეგ “ლოცვითი დგომის აქცია” მოაწყვეს. აქციის მონაწილე ავთანდილ უნგიაძე აცხადებს, რომ რომის პაპის ვიზიტი საქართველოს მართლმადიდებლებისთვის საფრთხეს შეიცავს. მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რომის პაპი ანათემას არის გადაცემული. მისი თქმით, იგი ასევე უფრთხილდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციას, რადგან დაგეგმილია პაპის ვიზიტი სვეტიცხოვლის ეკლესიაში. […]
↧