საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 20 სექტემბერს საკუთარი კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დანიშნა. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ სასამართლოს პლენუმის წინაშე წარადგინა. უზენაესი სასამართლოს ცნობით, პლენუმის წევრები გაეცნენ წარდგენილ კანდიდატს, მიიღეს მისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დანიშნა თეიმურაზ ტუღუში. გადაწყვეტილება […]
↧