ხარაგაულის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, ფასიან შვებულებას, ბიულეტენს და კვირაში ერთდღიან დასვენებას მოითხოვენ. ხარაგაულში გვირაბს “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი ჩინური კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” აშენებს. მინდია ოკრიბელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ კომპანია მუშებს მათთვის მიუღებელ შრომით კონტრაქტს სთავაზობს: “შეთანხმება გვქონდა ადმინისტრაციასთან და ახალი კონტრაქტები უნდა მოეტანათ გაუმჯობესებული პირობებით, მაგრამ […]
↧