პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხანუმ ჯეირანოვას ქმარი აჯი გასანოვი შეიწყალა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განუცხადა. “აჯი გასანოვი პრეზიდენტმა დღეს შეიწყალა. კომისიაში განცხადება იყო შემოსული, მასალები გამოვითხოვეთ. საქმე კომისიას არ განუხილავს, პირდაპირ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება. ეს ძალიან მნიშნელოვანი გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, რომ საზოგადეობა ჯანსაღად მიიიღებს ამ გადაწყვეტილებას და სწორად შეაფასებს, “- ამბობს ზვიად ქორიძე. […]
↧