სუპერმარკეტების ქსელმა „სმარტმა“ მოსწავლეებს სწავლის დაწყება წამახალისებელი აქციითა და საქველმოქმედო ღონისძიებით მიულოცა. გლდანში მცხოვრები დევნილი, სოციალურად დაუცველი ბენიძეების მრავალშვილიანი ოჯახის 2 წევრი პირველად სკოლაში „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მიაცილა. სასკოლო ნივთებით მათ მომარაგებაზე კი „სმარტმა“ იზრუნა. სხვა მოსწავლეებისთვის „სმარტმა“ საკანცელარიო ნივთებზე -35%-მდე ფასდაკლება დაგეგმა და სასკოლო ატრიბუტიკის მომარაგებსთვის ფართო არჩევანი და ხელსაყრელი პირობები შესთავაზა. […]
↧