ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსის კახა კალაძის თქმით, იარაღის შეძენა–შენახვის ბრალდებით დაკავებულთა ოჯახის წევრების განცხადებები, რომლებიც მას დევნასა და იარაღის ჩადებაში ადანაშაულებენ, არის ცილისწამება. კალაძე დაკავებულთა ახლობლებს ურჩევს, რომ საგამოძიებო ორგანოებს მიმართონ. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებას, ვიცეპრემიერმა იძულებული გამხადა რუსთავი 2–ის შესახებ დოკუმენტი გამომექვეყნებინაო, კალაძე ამბობს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი არ არის იმ რანგის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც უნდა უპასუხოს. “გულდასაწყვეტია, რომ ამდენი ცილისწამება ისმის, […]
↧