ძველი თბილისის 8 ქუჩაზე საფეხმავლო ზონა მოეწყობა. ამის შესახებ განცხადებას დედაქალაქის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის განცხადებით, ავტოტრანსპორტისთვის ჩაიკეტება და საფეხმავლო გახდება აღმაშენებლის გამზირი N44- დან ზაარბრიუკენის მოედნამდე (ახლადრეაბილიტირებული მონაკვეთი), ერეკლე მეორის, ბოტანიკურისა და ალექსანდრე დიუმას ქუჩები და გორგასლის I შესახვევი. ასევე, საფეხმავლო ქუჩების სტატუსი მიენიჭა შარდენის ქუჩას, ბამბის რიგსა და რკინის რიგსაც. “ქუჩების შესასვლელებში ავტომატური […]
↧