დღეს, 6 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვეფხია ლომიძემ იარაღის შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ნოდარ ნიშნიანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორმა მარიამ გორგორელიანმა ნიშნიანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. ადვოკატი გიორგი ანთაძე კი აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ნიშნიანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ შსს-ში გადაიყვანეს, სადაც იარაღზე ხელის მოკიდება […]
↧