დღეს, 4 სექტემბერს რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე საზეიმო მესა და კანონიზაციის რიტუალი აღასრულა დედა ტერეზას წმინდანად შერაცხვისთვის. კათოლიკე მონაზონი დედა ტერეზა ცნობილი გახდა მისი საქველმოქმედო და მისიონერული საქმიანობით ინდოეთში, კალკუტაში. დედა ტერეზა 1997 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
↧