რუსეთიდან 2006 წელს დეპორტირებულების საქმეზე იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს გაუგზავნა ინფორმაცია 1775 ქართველი მსხვერპლის შესახებ. მონაცემების გაგზავნა ამ საქმესთან დაკავშირებით რუსეთისგან კომპენსაციის მიღების პროცედურას უკავშირდება. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. კერძოდ, მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროსგან სტრასბურგის სასამართლოს მიეწოდა ინფორმაცია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ […]
↧