საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბიში რაგბი ევროპის ჩემპიონატის III ტურის მატჩში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს 31 ქულიანი სხვაობით მოუგო. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, რომელიც 17 საათზე დაიწყო, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ეროვნული ნაკრები 38-7 ქულით დაამარცხა.
↧