თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერი საკრებულოში გამწვანების საკითხებზე 26 აგვისტოს ისაუბრებს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს, თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების თემაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. „დედაქალაქის საკრებულოში გაიგზავნა ჩემი ხელმოწერით წერილი, რომლის საფუძველზეც მე პარასკევს წარვდგები დედაქალაქის საკრებულოს წინაშე იმ საკითხებით, რაზეც დღეს გვექნება საუბარი. […]
↧