დღეს, 27 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით იმართება. საბჭოს ცნობით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურის განხილვა. მომხსენებლები არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე. ეროვნული საბჭო აცხადებს, რომ საბჭო კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, […]
↧