ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 33 წლის ნუგზარ ქავთარაშვილის ნათესავებმა და მხარდამჭერებმა მისი დაკავება გააპროტესტეს. ისინი ამბობენ, რომ ნუგზარ ქავთარაშვილს სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ავტომანქანაში ჩაუდეს. ნუგზარ ქავთარაშვილი, რომელიც წარმოშობით პანკისის სოფელ დუისიდანაა და ამჟამად თბილისში ცხოვრობს, 2016 წლის 2 აგვისტოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს. […]
↧