“ხელისუფლება ცდილობს გამოიყენეოს არა მარტო ადმინისტრაციული რესურსი, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის რესურსიც წარმატების მისაღწევად” – ამის შესახებ დღეს, 19 აგვისტოს, თავისუფალი დემოკრატების ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცაგარეიშვილმა ისაუბრა. ცაგარეიშვილის თქმით, ქართული ოცნება ყველაფერში ბაძავს ნაციონალურ მოძრაობას და აგრძელებს მის სტილში მუშაობას. “გუშინ დამთავრდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი. […]
↧