დღეს, 17 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ფინალში გავიდა. ფინალი ხვალ, თბილისის დროით 16:25 საათზე დაიწყება. ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადის ნახევარფინალში თავის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ოლიმპიადაზე დებიუტის მქონე კანოისტმა ზაზა ნადირაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა და ფინალიში გუნდური პირველი ადგილით გავიდა. ზაზა ნადირაძე ფინალში აზერბაიჯანის ოლიმპირი გუნდის წევრ ვალენტინ დემიანენკოს, რუს […]
↧