“თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი” კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას მხარს უჭერენ. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება”. საუბარია პარლამენტის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის წევრ დავით უსუფაშვილის ინიციატივაზე, რომელიც 12 აგვისტოს გახდა ცნობილი. უსუფაშვილმა განცხადა, რომ ნინო ბურჯანაძე და მოქალაქეების ჯგუფი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირებას აპირებენ, რომლის მიხედვით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ […]
↧