თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ამ სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულს და მას სასჯელის ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ძიების ვერსიით, თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით, სახისა და თავის არეში რამდენიმე დარტყმა მიაყენა დედას, რის შედეგადაც ქალმა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, […]
↧