ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში იაპონელ მაშუ ბეიკერთან დაძაბულ ბრძოლაში ერთი შიდოთი დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა. 27 წლის ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე მეორე წრიდან ჩაერთო. 90 კგ-მდე წონით კატეგორიის ნახევარფინალში ლიპარტელიანმა კორეელი მსოფლიო ჩემპიონი დონჰან გვაკი ორი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენს მოუგო, მერვედფინალში ნაურუელ ოვინი უერასას მარტივად გაუსწორდა, ხოლო მანამდე ტაჯიკელ კომრონშოკ […]
↧