Quantcast
Channel: Netgazeti
Viewing all articles
Browse latest Browse all 45292

თბილისში “ეროვნული ფორუმის”ოფისი გაძარცვეს

$
0
0
თბილისში, 9 აგვისტოს ღამით ნაძალადევის რაიონში “ეროვნული ფორუმის” ოფისი გაძარცვეს. “ოფისი მთლიანად არის არეული, კომპიუტერები მოხსნილია. ვერ გეტყვით, რა ინფორმაცია არის წაღებული კომპიუტერებიდან. მასალაც, ყველაფერი ძირს არის მიმობნეული,” – ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ ციხისელი, “ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევში. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

Viewing all articles
Browse latest Browse all 45292

Trending Articles