შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტყიბულში გაფიცული მაღაროელების მიერ ადმინისტრაციის შენობის დაკავებისას ვინმეს თავისუფლება აღუკვეთეს. თუმცა აქციის მონაწილემ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. აქციის მონაწილეებმა მაღაროს ადმინისტრაციის შენობა 25 თებერვალს, ღამით დაიკავეს. მათი განმარტებით, ეს მოხდა იმიტომ, რომ კომპანია დასაქმებულებს “უპასუხისმგებლოდ ექცევა” და “დასცინის”. შსს–ს განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია […]
↧