დღეს, 8 აგვისტოს თბილისში, გოთუას ქუჩაზე კლდის მასივი ჩამოიშალა, რომელმაც ბაგა-ბაღამდე მისასვლელი გზის ნაწილი დააზიანა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც მიწის ნაწილი ჩამოიშალა, თბილისის 117-ე ბაგა-ბაღი მდებარეობს. “მდგომარეობა არის ძალიან რთული და დროულად მოსაგვარებელი იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდეს მდგომარეობა”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ. […]
↧