„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დამკვირვებლები 2016 წლის 28 იანვარს გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს აკვირდებოდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნების გახსნის, კენჭისყრის და დახურვის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. როგორც ISFED აცხადებს, გამონაკლისი იყო რამოდენიმე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ადგილი ჰქონდა დაპირისპირების შემთხვევებს. მათი ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა პროცედურული ხასიათის დარღვევები. […]
↧