გუშინდელი სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ბორჯომის ისტორიული პარკი დაზიანდა, სადაც წაქცეულია ასწლოვანი ხეები და განადგურებულია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, მიმდინარეობს ზარალის დადგენა, ხოლო კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის თქმით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ყველაზე კრიტიკული მდომარეობა ამჟამად არის სწორედ პარკში. “ახლა კრიტიკული რაც არის, ეს არის პარკი, უნდა გავასუფთავოთ პარკის ტერიტორია. […]
↧