დღეს, 4 აგვისტოს, გვიან ღამით წამოსული წვიმისა და სეტყვის შედეგად ბორჯომში ქუჩები და სახლები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ბორჯომში დაიბორა სახლების სარდაფები, ასევე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო რაზმები, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის. ბორჯომის გამგებლის მოადგილე ვახტანგ ოჩხიკიძემ განაცხადა, რომ სიტუაციას კონტროლებენ, იწმინდება გზები და არც ერთ ცენტრალურ მაგისტრალზე არ არის შეფერხებული მოძრაობა. ოჩხიკიძის თქმით, […]
↧