“ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში” მიიჩნევენ, რომ ავტოსკოლებსა და საჯარო სკოლებში მომავალ მძღოლებს არაკომპეტენტური პირები ამზადებენ, სახელმწიფო კი არ აკონტროლებს ავტოსკოლების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რის გამოც მართვის მოწმობებს არასათანადოდ მომზადებული მძღოლები იღებენ. “შედეგად ვიღებთ მართვის მოწმობიან მძღოლებს, რომელთაც არ აქვთ არანაირი ცოდნა ავტომობილის მართვის შესახებ, არ ფლობენ შესაბამის უნარებს”,— ამბობს დავით მესხიშვილი, “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ხელმძღვანელი. […]
↧