ქალი დაიღუპა ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, 3 აგვისტოს, ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. პოლიციის ცნობით, მათთან გამოძახება გუშინ ლონდონის დროით 22.30 საათზე შევიდა იმის შესახებ, რომ დანით შეიარაღებული მამაკაცი ესხმოდა თავს ხალხს რასელ სქვეაზე, კამდენში. პოლიციამ თავდამსხმელი ელექტროშოკის გამოყენების შედეგად დააკავა. თავდასხმის შედეგად სულ 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა გარდაცვლილი ქალი. დაშავებულებს შორისაა კიდევ ორი ქალი და […]
↧