შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კასპში 28 წლის ზურაბ ფ. 45 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. “ბრალდებულმა კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 1971 წელს დაბადებულ მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ხელით გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ზურაბ ფ. მომხდარიდან ნახევარ საათში დააკავა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,”– აცხადებს შსს. გამოძიება სისხლის სამართლის […]
↧