ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე ამომრჩეველთა სია ივლისის ბოლომდე უნდა განახლებულიყო, თუმცა საიტზე ჯერ ისევ ძველი ინფორმაცია იძებნება. ცესკო-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ვებ-გვერდზე ამომრჩეველთა განახლებული სია 2-3 დღეში იქნება ხელმისაწვდომი: “ჩვენ უკვე გადმოგვეცა და 15 ივლისს კიდევ უნდა გადმოეგზავნათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განახლებული სია შესაბამისი უწყებებიდან, რომლებსაც კანონმდებლობა ავალდებულებს სიების წარმოდგენას. ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობს სიის […]
↧