კრიმინალური პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი, რომელსაც “ფეისბუკზე” გავრცელებულ ვიდეოში ავტომანქანის მართვისას უსაფრთხოების ღვედი არ უკეთია და მობილური ტელეფონით ვიდეოს იღებს, 40 ლარით დაჯარიმდა. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მისი დაჯარიმების მიზეზი ღვედის გარეშე მანქანის მართვა გახდა. საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა […]
↧