საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ქეთევან ერემაძე,მაია კოპალეიშვილი და კონსტანტინე ვარძელაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გულდასაწყვეტი და გაუგებარი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადება კონკრეტული სარჩელების პოლიტიკური ნიშნით გამორჩევასთან დაკავშირებით. “სასამართლოსთვის უცხო არ არის მოსამართლეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა, რაც ხშირად სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც ასახულა. თუმცა, დღემდე არასდროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის ოპონირება არ მომხდარა საჯაროდ, […]
↧