Quantcast
Channel: Netgazeti
Viewing all articles
Browse latest Browse all 45007

ფეისბუკის მომხმარებლის მუქარისშემცველ პოსტზე სუს-მა გამოძიება დაიწყო

$
0
0
ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ წუხელ მუქარისშემცველი პოსტი გამოქვეყნდა – მან აფეთქებით გამოწვეული სოკოსებრი ღრუბლის ფოტო ატვირთა და მიუთითა, რომ თბილისში დღეს 12:30 საათზე ფოიერვერკი იქნებოდა. ნეტგაზეთი ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. უსაფრთხოების სამსახურში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. […]

Viewing all articles
Browse latest Browse all 45007

Trending Articles