საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გიორგი პაპუაშვილის განცხადებები შეაფასა. ბესელია თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებების სტილს ჰგავს: “საკონსტიტუციო სასამართლო თავისი მნიშვნელობით და თავისი კონსტიტუციური ბალანსის დაცვის თვალსაზრისით, არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი და ყველა- პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უნდა ზრუნავდეს, რომ სანდოობა და დამოუკიდებლობის ხარისხი […]
↧