სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლება აგრძელებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას. მასობრივი დაკავებების შემდეგ ხელისუფლებამ 45 გაზეთი, 16 ტელევიზია, 23 რადიო, 15 ჟურნალი, 29 საგამომცემლო სახლი და სამი საინფორმაციო სააგენტო დახურა. ინფორმაციას ამის თაობაზე სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს. დახურულ მედიასაშუალებებს შორისაა გაზეთი “ზამანი”, რომელიც ჰოლდინგ “ფეზა”-ში შედის, ხოლო ეს ჰოლდინგი […]
↧