საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2016 წლის 27 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 7%-დან 6.75%-მდე შემცირების შესახებ. ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დასაახლოებლად საჭიროა გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა. როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, პროგნოზის შესაბამისად, თუკი ეკონომიკაზე მოქმედი […]
↧