საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ის შეხვდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს და თეატრის დირექტორს ალექსანდრე მოწონელიძეს და მათ თანამდებობების დასატოვებლად დრო დღის ბოლომდე მისცათ. გიორგაძის თქმით, მოლაპარაკებების გაგრძელება დაპირისპირებულ მხარეებს შორის აზრს კარგავს და სიტუაციის განმუხტვისათვის უმჯობესი იქნება თუ თეატრის ხელმძღვანელობა შეიცვლება. მინისტრის განცხადებით, თუ კინწურაშვილი […]
↧