“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრის, მანანა კობახიძის განცხადებით, ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობის შესახებ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება არასერიოზულია და წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის ფონს ქმნის. “ეს არის არასერიოზული განცხადება. მგონი, პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს ასეთ განცხადებებს. რაზეა საუბარი, ეს არის მხოლოდ ზოგადი განცხადება, რომელიც არ მგონია, რომ პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. თუ რამე კონკრეტული ფაქტები აქვს, კონკრეტულად უნდა […]
↧