სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის სამმართველოს ინსპექტორებმა სავაჭრო ობიექტებში სარეალიზაციოდ გამოტანილი ბაღჩეული კულტურები შეამოწმეს. მათი ცნობით, სეზონურობიდან გამომდინარე, აქცენტი საზამთროსა და ნესვზე გაკეთდა, რადგან ზაფხულში ამ პროდუქტების მოხმარება განსაკუთრებით დიდია. “შემოწმებისას დადგინდა, რომ საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება; გამოვლინდა მცირედი შეუსაბამობა, რაზეც რეალიზატორმა გაითვალისწინა სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების რეკომენდაცია და პროდუქცია რეალიზაციიდან […]
↧