დღეს, 23 ივლისს, თავისუფალი დემოკრატების ახალმა გამგეობამ აღმასრულებელი მდივანის თანამდებობაზე თამარ კეკენაძე აირჩია. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თამარ კეკენაძე ირაკლი ალასანიამ წარადგინა. თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ თამარ კეკენაძე ყველგან საუკეთესო იყო. პარტიის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ახალი აღმასრულებელი მდივანი მათი მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. “თამარი კოორდინაციას გაუწევს პარტიის რეგიონალური, საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების საქმიანობას. […]
↧