სოციალურ ქსელ Facebook-ში like-ის ანუ “მოწონების” ღილაკის ალტერნატიული ვერსიები გამოჩნდა. დამატებით ხუთი ემოცია – სიყვარული, სიცილი, გაოცება, მოწყენა და გაბრაზება – მომხმარებელს დაეხმარება საკუთარი აზრი მხოლოდ ღილაკის დახმარებით უფრო ადვილად დააფიქსიროს. ახალი ფუნქციის გამოყენების საშუალება დღის განმავლობაში, ეტაპობრივად, ყველას მიეცემა. Facebook-ის შემქმნელები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ Dislike ღილაკის კონცეფციაზე, რომელიც საბოლოოდ სხვადასხვა ემოციების სახით ჩამოყალიბდა. […]
↧