რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ტურში საქართველომ იტალიის ნაკრები 18-17 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების რიგებში ლელოები დადეს მატარაძემ, გორგაძემ და მიმინოშვილმა. მართალია, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე წააგო ახალ ზელანდიასთან, ირლანდიასა და უელსთან, თუმცა 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ყველა ადგილი თამაშდება, შესაბამისად, ეს გამარჯვება მეცხრე ადგილის ნახევარფინალში ქართველი მორაგბეებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო.
↧