რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ უკვე შვიდი წელიწადი გავიდა. მას შემდგომ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, სამხრეთ ოსეთში კვლავ დღის წესრიგს დაუბრუნდა თითქოსდა უპერსპექტივო მოსაზრება რუსეთთან მიერთების შესახებ. რეფერენდუმის იდეა ცხინვალმა რამდენიმეჯერ გაახმიანა, ხოლო გაზაფხულზე, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ლეონიდ თიბილოვმა ჩატარების თარიღად 2016 წლის ზაფხული დაასახელა. […]
↧