იუსტიციის საბჭო სასწრაფო და რადიკალურ რეფორმირებას საჭიროებს, – ამის შესახებ განცხადებები დღეს პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ და საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ გააკეთეს. კოჟორიძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სასამართლოს თავმჯდომარის იმ წესით გათავისუფლების შესაძლებლობას, რა წესითაც საბჭომ 22 თებერვალს სასამართლოს თავმჯდომარე დაითხოვა. “იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სამწუხაროდ, არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა- დანიშვნის პროცესში. არღვევს კანონს […]
↧