სამი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა თურქეთში ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან, მარდინის პროვინციაში მდებარე პოლიციის შენობასთან მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს. ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო მოთავსებული. აფეთქება ქალაქ მიდიათში მოხდა, სადაც ქვეყნის ჯარებსა და ქურთ სეპარატისტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. “ალჯაზირას” ცნობით, საავადმყოფოებს 20-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. დაჭრილებს შორის როგორც პოლიციის ოფიცრები, […]
↧